ვატო წერეთელი საქალაქო სასამართლოში იკითხება

ტელეკომპანია „პირველის“ დამფუძნებელი, ვატო წერეთელი, ამ წუთებში, თბილისის საქალაქო სასამართლოში იმყოფება, სადაც მისი გამოკითხვა მიმდინარეობს.
სასამართლოს შენობაში შესვლამდე წერეთელს  მედიასთან კომენტარი რა გაუკეთებია.
რამდენიმე დღის წინ წერეთელმა გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე მისვლაზე უარი განაცხადა და აღნიშნა, რომ კითხვებს მხოლოდ მოსამართლის თანდასწრებით უპასუხებს.
შეგახსენებთ, რომ საქმე ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეს ეხება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები