აგვისტოს ომში დაღუპული გმირების ხსოვნას უნივერსიტეტების რექტორებმა პატივი მიაგეს

აგვისტოს ომიდან 11 წელი გავიდა. აგვისტოს ომში დაღუპული გმირების ხსოვნას დღეს უნივერსიტეტების რექტორებმა და აკადემიური წრეების წარმომადგენლებმა პატივი მიაგეს.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა – გიორგი შარვაშიძემ, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა  -ზურაბ ვადაჭკორიამ, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა – ზურაბ ხონელიძემ და სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორმა – ზურაბ კიკნაძემ მუხათგვერდის “ძმათა სასაფლაოზე” დაღუპული გმირების მემორიალი ყვავილებით შეამკეს და გმირების ოჯახის წევრებს თანაგრძნობა გამოუცხადეს.
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ხუთდღიანმა ომმა ასობით ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, ათასობით ადამიანი კი უსახლკაროდ დარჩა. საქართველოს ტერიტორიების 20% ოკუპირებულია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები