ვახტანგ წერეთელი სასამართლოში დღეს, 15:00 საათზე დაიკითხება

„ტვ პირველის“ დამფუძნებელი, ვახტანგ წერეთელი სასამართლოში დღეს, 15:00 საათზე მოსამართლის თანდასწრებით დაიკითხება.
გენერალურმა პროკურატურამ შესაბამის საკითხზე სასამართლოს უკვე მიმართა და პროცესიც ჩაინიშნა.
საქართველოს პროკურატურის განცხადებით, „ტვ პირველის“ დამფუძნებლის, ვატო (ვახტანგ) წერეთლის საგამოძიებო უწყებაში გამოკითხვაზე დაბარება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე 2018 წლის 2 აგვისტოს დაწყებულ გამოძიებას უკავშირდება, რომელზეც ბრალი „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებს – მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს  “ფულის გათეთრების” მუხლით აქვთ წაყენებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები