Agile Spirit 2019-ში მონაწილე სამხედროებმა აგვისტოს ომში დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს (ვიდეო)

საქართველო-რუსეთის ომის მე-11 წლისთავთან დაკავშირებით, ქალაქ ახალციხეში, საქართველოს თავდაცვის ძალების I ქვეითი ბრიგადის მე-13 ბატალიონის ბაზაზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ მებრძოლთა მემორიალი მრავალეროვნული სწავლების – Agile Spirit 2019-ის ხელმძღვანელმა, ბრიგადის გენერალმა – გიორგი მათიაშვილმა გვირგვინით შეამკო და საერთაშორისო სწავლებაში მონაწილე პირად შემადგენლობასთან ერთად დაღუპულ გმირებს პატივი მიაგო.
დღეს აგვისტოს ომში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი ვაზიანშიც მიაგეს. მრავალეროვნული სწავლება Agile Spirit 2019-ის თანახელმძღვანელმა, პოლკოვნიკმა ჯეისონ ბეიკერმა და სწავლებაში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეებმა  IV მექანიზებული ბრიგადის ბაზაზე არსებული გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და გმირები გაიხსენეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები