ესტონეთის იუსტიციის მინისტრი: 2008 წლის შეთანხმების მიუხედავად, რუსეთმა ოკუპირებულ ე.წ. სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში სამხედრო კომპონენტი გააძლიერა

ესტონეთის იუსტიციის მინისტრი, ურმას რეინსალუ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის 11 წლისთავს გამოეხმაურა.
როგორც მინისტრმა Twitter-ის გვერდზე დაწერა, რუსეთმა ოკუპირებულ ე.წ. სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში სამხედრო კომპონენტი გააძლიერა.
„11 წლის წინ რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ სამხედრო აგრესია დაიწყო. 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიუხედავად, რუსეთმა ოკუპირებულ “სამხრეთ ოსეთსა” და აფხაზეთში სამხედრო კომპონენტი გააძლიერა. ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა გრძელდება. საერთაშორისო სამართალი დაცული უნდა იყოს“, – დაწერა ურმას რეინსალუმ.
2008 წლის 8 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომი დაიწყო, რომელიც 5 დღის განმავლობაში გაგრძელდა. იმავე წლის სექტემბერში რუსეთმა საქართველოს რეგიონები აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელ რესპუბლიკებად გამოაცხადა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები