„ნაომარის ნაამბობი“ – დღეს „სამოქალაქო ეზო“ შინდისში ჩატარდება
8 აგვისტოს, 18:00 საათზე „სამოქალაქო ეზო“ შინდისში ჩატარდება. ინფორმაციას ორგანიზაცია „სამოქალაქო მოძრაობა“ ავრცელებს. შინდისში 2008 წლის 11 აგვისტოს რუსებთან შეტაკების დროს დაიღუპა 17 ქართველი ჯარისკაცი და 5 დაიჭრა.
ახმეტა ხუციშვილი შინდისის მოვლენების გმირია – ადამიანი, რომელმაც საკუთარი სიცოცხლის ფასად ბრძოლის ველიდან 5 დაჭრილი ჯარისკაცი გამოიყვანა. საკუთარი სახლის სარდაფი თავშესაფრად 20-მდე მეზობლისთვის აქცია და იმ ადგილას, სადაც ქართველი მეომრები დაიღუპნენ, “საძმო სასაფლაო” დააარსა. ომიდან 11 წლის შემდეგ, ახმეტა 2008 წლის ომის მოვლენებს გაიხსენებს.