ბათუმში „ბიაფიადა“ დაიწყო

 საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალი კინოჩვენებებს, „ბიაფის“ გახსნამდე ერთი თვით ადრე, აგვისტოში გამართავს.
კინოჩვენებები ბათუმის ბულვარში საზაფხულო თეატრთან, ღია ცის ქვეშ  უკვე დაიწყო. ორგანიზატორების ინფორმაციით, ახალი ქართული ფილმები და კლასიკა ინგლისური სუბტიტრებით იქნება ნაჩვენები და ტურისტებიც გაეცნობიან.
მსგავსი პროექტი ოქტომბერშიც ჩატარდება და კინოჩვენებები აჭარის სხვა მუნიციპალიტეტებში გაიმართება.
საავტორო კინოს ბათუმის მეთოთხმეტე საერთაშორისო ფესტივალი ბიაფი 15-22 სექტემბერს გაიმართება. კინოთეატრ „აპოლოში“ წარმოდგენილი იქნება  40 სრულმეტრაჟიანი  მხატვრული  და  დოკუმენტური ფილმი  30-35 ქვეყნიდან.

ფოტო:  ajaratv.ge.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები