ბათუმი „სუხიშვილების“ კონცერტს უმასპინძლებს
10 აგვისტოს, ბათუმში, ზღვისპირა კლუბში „სოჰო“ „სუხიშვილების“ კონცერტი გაიმართება. როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, ქართული ცეკვა „ტრანსფორმაცია“ დიდ სცენაზე მაყურებელთა თხოვნით დაიგეგმა.
„გაატარეთ ცხელი ზაფხული ჩვენთან ერთად. მსმენელს ელის საუკეთესო გარემო და სხვადასხვა სახეობის კოქტეილი, ხარისხიანი მუსიკა და დაუვიწყარი გართობა“, – აცხადებენ კლუბის წარმომადგენლები.
ცნობისთვის: კარი 21:00 საათზე გაიხსნება.