ინგუშეთში კონტრტერორისტული ოპერაცია მიმდინარეობს – ერთი ადამიანი ლიკვიდირებულია
ინგუშეთის რაიონის სოფელ ვოზნესენსკოეში კონტრტერორისტული რეჟიმია ამოქმედებული.
როგორც რუსეთის ანტიტერორისტულ კომიტეტში განაცხადეს, ლიკვიდირებულია ერთი მებრძოლი, რომელიც ტერაქტს გეგმავდა.
ადგილზე ნაპოვნია თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა, იარაღი და საბრძოლო მასალები.
უწყებაში აცხადებენ, რომ სამართალდამცველებსა და მებრძოლებს შორის ორმხრივი სროლაც გაიმართა.
ოპერატიული შტაბი მოსახლეობას მოუწოდებს, შეინარჩუნოს სიმშვიდე, არ დაუშვას ქაოსი და მასობრივი არეულობა.