პოლონეთი რუსულ მიგ-29-ს ექსპლუატაციიდან გაიყვანს
პოლონეთი საბჭოთა კავშირის დროინდელ გამანადგურებლებს – მიგ-29-ს ექსპლუატაციიდან ამოიღებს.
ინფორმაციას Dziennik Gazeta Prawna ავრცელებს.
პოლონეთის სამხედრო საჰაერო ძალები მიგ-29 მარტიდან აღარ იყენებენ მას შემდეგ, რაც ამ ტიპის ერთ-ერთმა გამანადგურებელმა კატასტროფა განიცადა. მაშინ პილოტმა კატაპულტირება შეძლო.
პოლონეთს აღჭურვაში, ასევე, სუ-22 და ამერიკული F-16 აქვს. თუმცა, გამოცემის ინფორმაციით, პოლონეთის არსენალში მყოფი ამერიკული 48 გამანადგურებლიდან მწყობრში მხოლოდ 20%-ია.
გამოცემა აღნიშნავს, რომ ჯერჯერობით უცნობია, დააბრუნებენ თუ არა მიგ-29 ექსპლუატაციაში, რადგან მსგავსი პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება არავის უნდა.
ქვეყნის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ ფრენების განხორციელების შესახებ გადაწყვეტილებას ყველა კვლევის ანალიზის შემდეგ მიიღებენ.
პოლონეთის თავდაცვის სამინისტრო Harpia-ს პროგრამას ახორციელებს, რომელიც მრავალფუნქციური თვითმფრინავების შეძენას გულისხმობს, რომლებიც, თავის მხრივ, რუსულ მიგ-29-სა და სუ-22-ს ჩაანაცვლებს.