ირანმა მაღალი სიზუსტის ახალი იარაღი წარადგინა
ირანის თავდაცვის სამინისტრომ „ჰაერი-ჰაერის” ტიპის, საკუთარი წარმოების სამი ახალი რაკეტა: Yasin-ი, Ghaem-ი და Balaban-ი წარადგინა.
სააგენტო Mehr-ის ინფორმაციით, რაკეტა Yasin-ის გაშვება მართვადი ლეტალური იარაღიდან, ან უპილოტო საფრენი აპარატიდან არის შესაძლებელი. მისი ფრენის სიშორე 50 კმ. წარმოადგენს.
Ghaem-ს სამიზნეს განადგურება მაქსიმალური სიზუსტით შეუძლია, Balaban-ის მართვა კი სენსორებითა და GPS ნავიგაციით არის შესაძლებელი.