სომხეთის მოქალაქე საქართველოდან სამშობლოში მობილური ტელეფონების უკანონო შეტანას ცდილობდა

სომხეთის შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა სომხეთ-საქართველოს, ბაგრატმშენის საზღვარზე, რესპუბლიკაში უკანონო მობილური ტელეფონების შეტანის მცდელობა აღკვეთეს.
სომხეთის შემოსავლების სამსახურის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ უწყების თანამშრომლებმა სომხეთის მოქალაქის ავტომობილი გაჩხრიკეს, სადაც 57 არადეკლარირებული მობილური ტელეფონი ამოიღეს.
მათივე ინფორმაციით, დაწყებულია გამოძიება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები