რუსული ავიაკომპანია სომხეთში ფრენებს წყვეტს

რუსული ავიაკომპანია „პობედა“ ზამთრის სეზონზე მოსკოვი-გიუმრის მიმართულებით ბილეთების გაყიდვას აჩერებს.
ამის შესახებ კომპანიის პრესსამსახურში განაცხადეს.
კომპანიაში აღნიშნავენ, რომ ამის მიზეზი საწვავთან დაკავშირებული პრობლემაა.
„გიუმრის აეროპორტში კომპანია, რომელიც თვითმფრინავს საწვავით უზრუნველყოფს, საჭირო რაოდენობას მუდმივად აკლებს. „პობედას“ არაერთხელ მიუმართავს აეროპორტის ხელმძღვანელობისთვის, თუმცა მიღებული ზომები არასაკმარისია“, – აღნიშნავენ „პობედაში“.
რუსული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია „პობედა“ რეისებს 2014 წლის 1-ელი დეკემბრიდან ასრულებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები