სულხან სალაძე: პოლიტიკოსების უპასუხისმგებლო განცხადებების გამო, მედია პასუხს არ უნდა აგებდეს

“პოლიტიკოსების უპასუხისმგებლო განცხადებების გამო, მედია პასუხს არ უნდა აგებდეს. პოლიტიკოსებმა თავად უნდა აიღონ პასუხისმგებლობა, რომ მათი მესიჯები, შეტყობინებები და საარჩევნო კამპანია არ იქნება სიძულვილის ენაზე ორიენტირებული”, – ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ, სულხან სალაძემ წინასაარჩევნო პერიოდში რეკლამის განთავსების შესახებ საუბრისას განაცხადა.
“პოლიტიკოსების უპასუხისმგებლო განცხადებების გამო, მედია პასუხს არ უნდა აგებდეს. პოლიტიკოსებმა თავად უნდა აიღონ პასუხისმგებლობა, რომ მათი მესიჯები, შეტყობინებები და საარჩევნო კამპანია არ იქნება “სიძულვილის ენაზე” ორიენტირებული და ისინი პატივს სცემენ ამომრჩეველს – ეს უნდა იყოს გარანტი და არა ის, რომ ამის გამო მედიას ეკისრებოდეს პასუხისმგებლობა, თუკი ეთერში რაიმე ტიპის რეკლამა მოხვდება”, – განაცხადა სალაძემ.
ცნობისთვის, საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გუშინ დაიწყო და დღესაც გრძელდება. დღეს შეხვედრაზე წინასაარჩევნო პერიოდში რეკლამის განთავსებისა და დებატების საკითხებზე მსჯელობენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები