საქართველოში ბოლო ერთ კვირაში საგადასახადო სამართალდარღვევის 435 ფაქტი გამოვლინდა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ბოლო ერთი კვირის განმავლობაში საგადასახადო მონიტორინგის შედეგებს აქვეყნებს. უწყების განცხადების მიხედვით, უკანასკნელ 7 დღეში საქართველოს მასშტაბით საგადასახადო სამართალდარღვევის 435 ფაქტი გამოვლინდა.
“29 ივლისიდან 4 აგვისტოს ჩათვლით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ  ქვეყნის მასშტაბით განხორციელებული მიმდინარე კონტროლის ღონისძიების შედეგად, საგადასახადო სამართალდარღვევის 435 ფაქტი გამოვლინდა.
კერძოდ, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ოფიცრების მიერ შემოწმდა 3 168 გადამხდელი, რის შედეგადაც დაფიქსირდა შემდეგი საგადასახადო სამართალდარღვევები: საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირების 134 შემთხვევა; ეკონომიკური საქმიანობის გადასახადის გადამხდელად საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით განხორციელების 35 ფაქტი; მომხმარებელთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას საკონტროლო-სალარო აპარატის გამოუყენებლობის 266 შემთხვევა”, – ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები