სამეგრელოში 40 720 ღერი უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვის ფაქტები გამოვლინდა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სამეგრელოს, გურიისა და ზემო სვანეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში, დარჩელში, ყულიშკარში, ჯიხაშკარში, ჩხოროწყუს რაიონ სოფელ ხაბუმესა და წალენჯიხაში, განხორციელებული მიმდინარე კონტროლის ღონისძიებების შედეგად, აქციზური მარკის სავალდებულო ნიშანდებას დაქვემდებარებული, უაქციზო სიგარეტის (ჯამურად, 40,720 ღერი) შენახვა-გადაზიდვის ფაქტები გამოავლინეს.
„საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ საქონელი. საქმეთა მასალები, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 241-ე მუხლის შესაბამისად, ქვემდებარეობით შესაბამის სასამართლოს გადაეგზავნა“, – ნათქვამია უყების განცადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები