ჩინეთში წყალდიდობას მსხვერპლი მოჰყვა – გამოცხადებულია საფრთხის ყველაზე მაღალი დონე
ჩინეთში, ხუბეის პროვინციაში წყალდიდობის შედეგად, სულ მცირე, 8 ადამიანი დაიღუპა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, გადაუღებელმა წვიმამ 19 საცხოვრებელი სახლი დაანგრია, ქალაქის სატრანსპორტო სისტემა პარალიზებულია, ზოგიერთ რაიონს ელექტროენერგია არ მიეწოდება.
ადგილობრივმა ხელისუფლებამ საფრთხის ყველაზე მაღალი – წითელი დონე გამოაცხადეს.
სტიქიური უბედურების ზონაში სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ტარდება.