რა ვითარებაში დააკავეს გერმანიის ციხიდან გაქცეული საქართველოს მოქალაქე
გერმანიაში, ქალაქ მემინგემის ციხიდან 4 აგვისტოს გაქცეული ორი პატიმარი დაკავებულია.
ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული მედია ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
დაკავებულთა შორის ერთი საქართველოს მოქალაქე, 37 წლის ვაჟა ბურჯანაძეა, მეორე კი თურქეთის 36 წლის მოქალაქე – გეკჰან გუნბეი.
მედიის ინფორმაციით, გაქცეულები იმ დროს დააკავეს, როდესაც პატიმრები ქალაქ მემინგემის დატოვებას ტრანსპორტით ცდილობდნენ.
ორივე მათგანი სასჯელს ძარცვისა და ყაჩაღობისთვის იხდიდა.