სანდრო გეგეჭკორი იტალიაში სპეციალური პრიზის მფლობელი და შუბერტის ნაწარმოების საუკეთესო შემსრულებელი გახდა

18 წლის ქართველი პიანისტი, სანდრო გეგეჭკორი იტალიის საერთაშორისო კონკურსის – Brescia Classica /3rd International Piano Competition სპეციალური პრიზის მფლობელი გახდა და შუბერტის ნაწარმოების საუკეთესო შემსრულებელად დასახელდა.
ამის თაობაზე თავად პიანისტი წერს “ფეისბუქგვერდზე”: „იტალიაში გავხდი სპეციალური პრიზის მფლობელი, ასევე, შუბერტის ნაწარმოების საუკეთესო შემსრულებელი. ერთ-ერთმა ჟიურის წევრმა, იორგენს მარტინსმა მიმიწვია საფრანგეთში კონცერტის გასამართად, ხოლო დიდმა გუსტავ ალინკმა მიმიწვია ესპანეთსა და ბარსელონაში, უფრო დიდ და რთულ მარიან კანალსის სახელობის საერთაშორისო კონკურსზე. იქამდე კიდევ ბევრი კონცერტია. ვაგრძელებთ…
ამჯერად გელოდებით ბათუმში  14 აგვისტოს“, – წერს სანდრო გეგეჭკორი სოციალურ ქსელში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები