გერმანიის ციხიდან გაქცეული ქართველი პატიმრის ოჯახმა მისი გაქცევის შესახებ ტელევიზიიდან გაიგო

გერმანიის ქალაქ მენინგემის ციხიდან გაქცეული ქართველი პატიმრის, ვაჟა ბურჯანაძის ოჯახი გარდაბნის რაიონში ცხოვრობს. გაქცეული პატიმრის ოჯახის წევრების თქმით, მათ შვილის შესახებ ინფორმაცია ტელევიზიიდან შეიტყვეს.
ბურჯანაძის დედა ამბობს, რომ მისი შვილი გერმანიაში წასვლიდან ერთ თვეში უკან უნდა დაბრუნებულიყო, თუმცა რას საქმიანობდა პატიმარი გერმანიაში, ოჯახისთვის უცნობია.
შეგახსენებთ, რომ 4 აგვისტოს გერმანიის ქალაქ მენინგემის ციხიდან 37 წლის ქართველი გაიქცა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები