ესტონეთი ლუგანსკისა და დონეცკის ოლქის მცხოვრებლებისთვის გაცემულ რუსულ პასპორტებს არ აღიარებს
ესტონეთი რუსეთის მიერ 24 აპრილიდან დონეცკისა და ლუგანსკის მოსახლეობისთვის გაცემულ რუსეთის პასპორტებს არ აღიარებს.
ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.
„აღნიშნული ფაქტი არის უკრაინის დამოუკიდებლობის შერყევის დამატებითი მცდელობა, ასევე, უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში არასტაბილური ვითარების განმტკიცება, რაც მინსკის შეთანხმების სულისკვეთებას ეწინააღმდეგება. ჩვენი დღევანდელი გადაწყვეტილება იმის გამოხატულებაა, რომ ჩვენ რუსეთის მსგავს მცდელობებს პრინციპულად ვგმობთ“, – ნათქვამია განცხადებაში.მანამ
დე ანალოგიური გადაწყვეტილება კანადამ მიიღო, რომელიც ქვეყანაში რუსეთის პასპორტის მქონე უკრაინელებს არ შეუშვებს.
ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა კი საპასუხო ზომების მიღების მზაობა გამოთქვეს.