„დაწერე ამბები ომზე“ – ეროვნული ბიბლიოთეკის მემორიალური ალბომი შეიქმნება

7-17 აგვისტოს, ეროვნული ბიბლიოთეკის დამოუკიდებლობის დარბაზი ელოდება ყველას, ვისაც სურს დაფიქრდეს ომზე, ოკუპაციაზე და ეს ყველაფერი ჩაწეროს ალბომში – „ამბები ჩემს ომზე“.
ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება აგვისტოს ომისა და ოკუპაციის ამსახველი ფოტოები ფოტოგრაფ ლელი ბლაგონრავოვასა და ეროვნული ბიბლიოთეკის ციფრულ კოლექცია „ივერიელის“ არქივიდან.
დარბაზში განთავსებულ სპეციალურ ალბომში თითოეულ დამთვალიერებელს, სურვილისამებრ, შესაძლებლობა ექნება, ჩაწეროს თავისი მოგონებები, აზრები, დამოკიდებულებები ომსა და ოკუპაციაზე.
„რუსეთ-საქართველოს ომი ჩვენი უახლესი ისტორიის მნიშვნელოვანი და მტკივნეული ნაწილია. ეროვნული ბიბლიოთეკა, დამოუკიდებლობის დარბაზში, 7 აგვისტოდან 17 აგვისტომდე, ხსნის მემორიალურ ალბომს, სადაც მოქალაქეები მოვლენ და ჩაწერენ საკუთარ მოგონებას ან გზავნილს ომზე, ოკუპაციაზე, გამოსავალზე. ეს ალბომი ან ალბომები სწორედ ამ დარბაზში დაიდებს ბინას, როგორც ეპოქის მნიშვნელოვანი მოვლენის ერთგვარი დოკუმენტი.
ველით ყველას!“- აცხადებს ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი გიორგი კეკელიძე.

მის: გუდიაშვილის 5.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები