სოლომონ პავლიაშვილი TOYOTA CAUCASUS-ის პრეზიდენტსა და TOYOTA TSUSHO CORPORATION-ის წარმომადგენლებს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, სოლომონ პავლიაშვილი კომპანია TOYOTA CAUCASUS-ის პრეზიდენტ  მიცურუ კონიშისა და TOYOTA TSUSHO CORPORATION-ის წარმომადგენლებს შეხვდა.
როგორც “კვირას” სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე სოლომონ პავლიაშვილმა ქვეყნისთვის მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულებისა და შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივების მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა და ყურადღება ნარჩენების მდგრადი მართვის პრიორიტეტულობის საკითზე გაამახვილა.
„საქართველოს „ნარჩენების მართვის კოდექსით“ განსაზღვრულია მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების დანერგვა სპეციფიკური ნარჩენებისთვის, რომელიც ძალაში 2019 წლის დეკემბრიდან უნდა შევიდეს. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქვეყანაში ნარჩენების გადამუშავების პრაქტიკის დანერგვის პროცესში თქვენი ჩართულობა და გამოცდილების გაზიარება. ვფიქრობ, თანამშრომლობა ორმხრივად საინტერესო და შედეგიანი იქნება“, – განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.
შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნის საინვესტიციო შესაძლებლობებიც განიხილეს. მინისტრის მოადგილის განცხადებით, საქართველო ბიზნესის წარმოების თვალსაზრისით ერთ-ერთი სტაბილური და საიმედო ქვეყანაა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას სამინისტროს შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები