რა ინფორმაციას ფლობენ შსს-ში გერმანიის ციხიდან ქართველის გაქცევაზე – უწყების პირველი კომენტარი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო 4 აგვისტოს გერმანიის, მემინგემის სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან საქართველოს მოქალაქის გაქცევის ფაქტს ადასტურებს.
როგორც „კვირას“ უწყებიდან აცნობეს, „გერმანული მხარის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს მოქალაქემ სხვა პატიმართან ერთად გაქცევა მოახდინა, რომელსაც გერმანიაში ჩადენილი ბინის ქურდობისთვის წინასაგამოძიებო პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული“.
მანამდე, ფაქტის შესახებ გერმანულმა მედიამ დაწერა.
გაქცეულთაგან ერთ-ერთი საქართველოს მოქალაქე, 37 წლის ვაჟა ბურჯანაძეა; მეორე კაცი კი თურქეთის მოქალაქე, 36 წლის გეკჰან გუნბეია.
სამძებრო სამუშაოები გრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები