ოზურგეთში მსახიობი, სავარაუდოდ, საკუთარ სახლში მოკლეს
ოზურგეთში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში ხანშიშესული მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს. დანიშნულია ექსპერტიზა და გამოძიება მიმდინარეობს.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
„გურიის მოამბის“ ინფორმაციით, გარდაცვლილი მამაკაცი ოზურგეთის თოჯინების თეატრის მსახიობი და ყოფილი ადმინისტრატორი, გია ფარსადანაშვილია. ცნობილია, რომ გია ფარსადანაშვილი ბოლო პერიოდში მარტო ცხოვრობდა.