გერმანიაში 37 წლის ქართველი ციხიდან გაიქცა (ფოტოკოლაჟი)

გერმანიაში, ქალაქ მენინგემის ციხიდან 4 აგვისტოს ორი პატიმარი გაიქცა. გერმანული გამოცემა Merkur.de წერს, რომ სამძებრო სამუშაოები ამჟამადაც გრძელდება. პროცესში ვერტმფრენებიც არის ჩართული. პოლიცია საგანგებო მდგომარეობის რეჟიმში იმყოფება. სამართალდამცველები მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებენ. თუმცა, აცხადებენ, რომ პანიკის საფუძველი არ არსებობს, რადგან გაქცეულები მკვლელობისთვის გასამართლებულნი არ ყოფილან.
როგორც გამოცემა ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით წერს, გაქცეულთაგან ერთ-ერთი საქართველოს მოქალაქე, 37 წლის ვაჟა ბურჯანაძეა; მეორე კაცი კი თურქეთის მოქალაქე, 36 წლის გეკჰან გუნბეია.
ორივე მათგანი ძარცვისა და ყაჩაღობისთვის იხდის სასჯელს.
გერმანიის პოლიციამ ბურჯანაძისა და გუნბეის ფოტო გამოაქვეყნა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები