მიჩქმალული საქმე განახლდა – “შაქრო კალაშოვის” ახლო ნათესავს ბრალი, სავარაუდოდ, დაუმძიმდება

ე.წ. კანონიერი ქურდის, ზახარია კალაშოვის, იგივე “შაქრო მოლოდოის” დის შვილიშვილს, 33 წლის შალვა ოზმანოვს, იგივე “კუსოს”, ბრალი, სავარაუდოდ, დაუმძიმდება.
ოზმანოვი კრასნოდარის მხარეში 15 მაისს დააკავეს. ამის მიზეზი გახდა ის, რომ 5 წლის წინ მან პოლიარნაიის ქუჩაზე კაცი ფეხში დაჭრა, თუმცა მაშინ მომხდარის მიჩქმალვა მოხერხდა, ახლა კი გამოჩნდნენ მოწმეები, რომლებიც ჩვენების მისაცემად არიან მზად.
გარდა ამისა, “კუსოს” 2018 წლის დეკემბერს ორწლიანი პირობითი პატიმრობა შეეფარდა იარაღის უკანონო ტარებისთვის, რომლითაც ის კრასნოდარის ერთ-ერთი ბარის სტუმრებს ემუქრებოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები