ჰონგ კონგში დემონსტრანტებმა ტრანსპორტის პარალიზება მოახდინეს – პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა

ჰონგ კონგის პოლიციამ აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.
როგორც პოლიციის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ადამიანთა ჯგუფმა პოლიციის განყოფილებას ალყა შემოარტყა, ამის მერე კი პოლიციას ქვები დაუშინა.
მანამდე, აქციის მონაწილეებმა სატრანსპორტო მიმოსვლის პარალიზება მოახდინეს, მათ შორის იყო საერთაშორისო აეროპორტი და სარკინიგზო მიმოსვლა.
აეროპორტის პარალიზების გამო, 200-ზე მეტი ავიარეისი გადაიდო.
ჰონგ კონგში უკვე მესამე თვეა, საპროტესტო აქციები მიმდინარეობს, რომლებიც სამართალდამცველებთან დაპირისპირებაში არაერთხელ გადაიზარდა.
დემონსტრანტები კანონპროექტს აპროტესტებენ, რომლის მიხედვით ჩინეთისთვის სავარაუდო დამნაშავეების გადაცემა მოხდება.
ამჟამად, კანონპროექტის განხილვა გადადებულია, თუმცა ის უკან წაღებული არ არის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები