ბათუმში პირი, რომელმაც ახალგაზრდა კაცი დაჭრა, დაკავებულია

სამართალდამცველებმა ის პირი დააკავეს, რომელმაც გვიან ღამით ბათუმში, საშაურმეში 25 წლამდე კაცი დაჭრა.
ამის შესახებ „კვირას“ შსს-ში განუცხადეს.
უწყების ინფორმაციით, დაკავებული დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება 118-ე მუხლის 1-ელი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს და ისჯება გამასწორებელი სამუშაოთი ვადით თვრამეტ თვემდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.
რაც შეეხება დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობას – როგორც „კვირას“ ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში განუცხადეს, ის რესპუბლიკურ საავადმყოფოში იქნა გადაყვანილი, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კი ფასდება, როგორც საშუალო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები