აშშ-ში გლოვა გამოცხადდა – დაღუპულია 29 ადამიანი

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განკარგულებით, ტეხასის შტატის ქალაქ ელ პასოში და ოჰაიოს შტატის ქალაქ დეიტონში მომხდარი სროლის შედეგად, 5-დღიანი გლოვა გამოცხადდა.
4 აგვისტოს ჯავშანჟილეტში მოწყობილმა 24 წლის კონორ ბეტსმა ოჰაიოს შტატის ქალაქტ დეიტონში ცეცხლი გახსნა, რომლის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა, სულ მცირე, 27 დაიჭრა; მათ შორის 4-ის მდგომარეობა მძიმეა.
დაღუპულთა შორის მსროლელის და აღმოჩნდა. პოლიციამ თავდამსხმელის ლიკვიდაცია შეძლო.
სამართალდამცველების ვარაუდით, თავდამსხმელს თანამზრახველები არ ჰყავდა, თუმცა მისი მოტივი, ჯერჯერობით, უცნობია.
დეიტონში მომხდარ სროლამდე 13 საათით ადრე, ტეხასის შტატის, ქალაქ ელ პასოში, სუპერმარკეტ Walmart-ში მასობრივი მკვლელობა მოხდა. აქ სროლის შედეგად 20 ადამიანი დაიღუპა, 26 კი დაშავდა.
ზუსტად ერთი კვირის წინ კალიფორნიის შტატის ქალაქ გილროეში, ნივრის ფესტივალზე, ასევე, სროლა მოხდა, რომლის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები