შეფასებისა და გამოცდების ცენტრი მათემატიკის, ქიმიის, ფიზიკის, გეოგრაფიისა და ბიოლოგიის გამოცდების შედეგებს აქვეყნებს

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი მათემატიკის, ქიმიის, ფიზიკის, გეოგრაფიისა და ბიოლოგიის გამოცდების შედეგებს აქვეყნებს.
“შედეგების გვერდზე შეგიძლიათ, ნახოთ გამოცდებში მიღებული შეფასებები, შეიტყოთ კონკრეტულ დავალებაში მიღებული შედეგი, იხილოთ თქვენი ნაშრომების სკანირებული ასლები.
შედეგების გაგება შესაძლებელია მოკლე ტექსტური შეტყობინებითაც. ამისათვის აპლიკანტმა მობილური ტელეფონიდან (“მაგთი”, “ჯეოსელი”) საკუთარი საგამოცდო საიდენტიფიკაციო ნომერი (ბარათზე მითითებული ცხრანიშნა რიცხვი) უნდა გააგზავნოს ნომერზე 93333 (მომსახურების საფასური 50 თეთრი ჩამოიჭრება ანგარიშიდან).
პრობლემების წარმოქმნის შემთხვევაში, დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე: (032) 2473333 ან მოგვწერეთ: onlineregistration@naec.ge”, – აღნიშნულია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები