თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
დღეს თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. კომპანია “თელასის” ცნობით, აღნიშნულის მიზეზი გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოებია.
ელექტრომომარაგება შემდეგ რაიონებს შეეზღუდებათ:
„სამგორის რაიონში, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, ლილოს დასახლების, საქ.ნავთის დასახლების, ქიზიყის, გახოკიძის და ჭირნახულის ქუჩების მცხოვრებლებს. 11 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება ჯავახეთის ქუჩის მცხოვრებლებს. გლდანის რაიონში 11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კაჭარავას, ლაზოს, დავით სარაჯიშვილისა და გელა ჭედიას ქუჩების მცხოვრებლებს.
ისნის რაიონში 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, საბარგოს დასახლების, შერვაშიძის, ამირეჯიბის, ონიანისა და გუჯარეთის ქუჩების მცხოვრებლებს.
ვაკის რაიონში 11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება ფალიაშვილის ქუჩის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს. 15 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონში, 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფ. დიღმის, ვასო გოძიაშვილის და პეტრე სარაჯიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს. 10 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფ. ლისის, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის, ზემო ვეძისის დასახლების, დგებუაძის, შალვა ნუცუბიძის, ლეო კვაჭაძის, ივანე ბერიტაშვილის, ერისთავისა და გვარამიას ქუჩების მცხოვრებლებს. 10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფ. დიღმის, მეფე მირიანისა და ვეფხისტყაოსნის ქუჩების მცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონში 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდუბის დასახლების, თორნიკე ერისთავის, მექანიზაციისა და მოლითის ქუჩების მცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ, აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“, – აღნიშნულია „თელასის“ ინფორმაციაში.