მამუკა ბახტაძე ელ პასოში მომხდარი ტრაგედიის გამო, მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ელ პასოში მომხდარი ტრაგედიის გამო, მწუხარებას გამოთქვამს. მთავრობის მეთაური სოციალურ ქსელ “ტვიტერში”, საკუთარ გვერდზე, დაღუპულთა ოჯახებს თანაუგრძნობს და ამერიკელ ხალხს სოლიდარობას უცხადებს.

“თანავუგრძნობ მსხვერპლთა მგლოვიარე ოჯახებსა და მეგობრებს. ქართველი ხალხი სოლიდარულია ამერიკელებისადმი გლოვის ამ მძიმე წუთებში”,- ნათქვამია მამუკა ბახტაძის სამძიმარში.

ტეხასში, სავაჭრო ცენტრზე თავდასხმისას, 20 ადამიანი დაიღუპა და 26 დაშავდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები