ტეხასში, სავაჭრო ცენტრზე თავდასხმისას, 20 ადამიანი დაიღუპა და 26 დაშავდა

აშშ-ში, ტეხასის შტატის ქალაქ ელ პასოს სავაჭრო ცენტრზე შეიარაღებული თავდასხმის შედეგად, 20 ადამიანი დაიღუპა და 26 დაშავდა.

მედიის ცნობით, „უოლმარტის“ სავაჭრო ცენტრში 21 წლის პატრიკ კრუსიუსი შეიჭრა და იქ მყოფებს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა.

თავდამსხმელი უკვე დაკავებულია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები