საირმეში დამსვენებელი ხრამში გადავარდა და ადგილზევე გარდაიცვალა
ბაღდათის მუნიციპალიტეტში, კურორტ საირმეში უბედური შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, დამსვენებელი ბორცვზე ფოტოს გადასაღებად ავიდა, რა დროსაც ფეხი დაუცდა და სიმაღლიდან ხევში გადავარდა. იგი ადგილზევე გარდაიცვალა.
როგორც “კვირას” შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.