ლონდონის ჰიტროუს აეროპორტში 172 ავიარეისი გააუქმეს
ლონდონის ჰიტროუს აეროპორტში 5–6 აგვისტოს თანამშრომლების გაფიცვის გამო, 172 რეისი გაუქმდა.
AP. წერს, რომ თანამშრომლები ანაზღაურების გაზრდას ითხოვენ.
აეროპორტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ავიაკომპანიები გაფრთხილებულია . მგზავრებსაც მიმართავენ, რომ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ავიაკომპანიებს დაუკავშირდნენ.
პროფკავშირების ლიდერები, ჰიტროუს ადმინისტრაციას დღესაც შეხვდებიან.