საგარეო უწყება: კიევში საქართველოს 5 მოქალაქეს ადმინისტრაციული ჯარიმა გამოუწერეს
კიევში, საქართველოს 5 მოქალაქეს ადმინისტრაციული ჯარიმა გამოუწერეს და გაათავისუფლეს. ამის შესახებ ინფორმაცია „კვირას“ საქართველოს საგარო საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
მანამდე, კიევის პოლიციამ გამოავლინა და დააკავა 119 არალეგალი მიგრანტი, რომლებიც „ტროეშჩინას“ ბაზრობაზე იყვნენ დასაქმებული. ყველა მათგანი აზერბაიჯანის, საქართველოს, უზბეკეთის და ტაჯიკეთის მოქალაქეები არიან. დაკავებულების მიმართ 59 ადმინისტრაციული ოქმია შედგენილი.
კიევის პოლიციის ინფორმაციით, მათგან 50–ს უკრაინიდან გააძევებენ. 36-ს ქვეყანაში ყოფნის ვადა შეუმცირეს, 10 კი უცხო ქვეყნის მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა დროებით პუნქტშია განთავსებული.