მოსკოვს საერთაშორისო ორგანიზაციები კრედიტს აღარ გამოუყოფენ – ვაშინგტონის სანქციების მეორე პაკეტი

„სკრიპალების საქმის“ ფარგლებში, რუსეთის წინააღმდეგ აშშ– ის მიერ დაწესებული სანქციათა მეორე პაკეტით მოსკოვს სახელმწიფო ვალის აღება შეეზღუდება.
გარდა ამისა, სახელმწიფო დეპარტამენტი მოუწოდებს საერთაშორისო ორგანიზაციებს მოსკოვს კრედიტები აღარ გამოუყონ.
ამის შესახებ აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაშია ნათქვამი.
„სანქციათა მეორე პაკეტი გულისხმობს იმას, რომ აშშ შეეწინააღმდეგება ნებისმიერი კრედიტის გაცემას, საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან ფინანსური, ან ტექნიკური დახმარების გაწევას, ისეთი ფინანსური ორგანიზაციების მხრიდან, როგორიც არის მსოფლიო ბანკი და საერთაშორისო სავალუტო ფონდი“,–ნათქვამია განცხადებაში.
გარდა ამისა, სანქციების მეორე პაკეტი გულისხმობს დამატებით საექსპორტი შეზღუდვას, რომელიც შეეხება მასობრივი განადგურების იარაღთან დაკავშირებულ მასალებს.
სანქციათა მეორე პაკეტი ძალაში 19 აგვისტოს შევა და ძალაში, სულ მცირე, ერთი წლის განმავლობაში დარჩება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები