ნინო ქათამაძემ მოსკოვში დაგეგმილი კონცერტი გააუქმა

ქართველმა მომღერალმა, ნინო ქათამაძემ 2020 წლის 27 მარტს მოსკოვში Vegas City Hall-ში დაგეგმილი კონცერტი გააუქმა.
ამის შესახებ რუსულ მედიას საკონცერტო დარბაზის პრესსამსახურში განუცხადეს.
ნინო ქათამაძემ 22 ივნისს მოსკოვში ჯგუფ Insight-თან ერთად Усадьба Jazz-ში მიიღო მონაწილეობა.
მოგვიანებით, პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე ქათამაძემ განაცხადა, რომ „ეს მისთვის უმძიმესი კონცერტი იყო“, თუმცა მასზე უარი „9 წლის უსინათლო გოგონას გამო“ ვერ თქვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები