ვლადიმერ ბოჟაძე: 21-ე საუკუნეში დასაქმებული ადამიანი მხოლოდ სახელმწიფო მხარდაჭერის იმედზე არ უნდა იყოს (ვიდეო)

„21- ე საუკუნეში დასაქმებული ადამიანი მხოლოდ სახელმწიფო მხარდაჭერის იმედზე არ უნდა იყოს“, – ამის შესახებ სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელმა, ვლადიმერ ბოჟაძემ საპენსიო სააგენტოს დირექტორთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
როგორც „კვირას“ საპენსიო სააგენტოს პრესსამსახურიდან აცნობეს, ვლადიმერ ბოჟაძემ განაცხადა, რომ დაგროვებით საპენსიო სქემაში საკუთარი ნებით დარჩა და განაგრძობს საპენსიო დანაზოგის განხორციელებას.
,,ჩვენს ქვეყანაში იზრდება დასაქმებულების რაოდენობა და მე ვფიქრობ, რომ ეს პროცესი წარმატებული იქნება ყველა შემთხვევაში. 2020 წელს ამ პროცესში უკვე თვითდასაქმებულები ჩაერთვებიან, გაიზრდება ბენეფიციართა რაოდენობა. ვხედავ, რომ ეს სააგენტო უფრო მეტ ნდობას იმსახურებს და დარწმუნებული ვარ, რომ ეს ნდობა უკვე აისახება იმაში, რომ ადამიანები, რომლებმაც დატოვეს სქემა, უკან დაბრუნდებიან და ხელს შეუწყობენ, ამ ქვეყანაში ყველას ჰქონდეს ბედნიერი სიბერე“, – აღნიშნა ვლადიმერ ბოჟაძემ.
სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ მან ლევან სურგულაძისგან დეტალური ინფორმაცია მიიღო, თუ როგორ მუშაობს საპენსიო სააგენტო, რა მექანიზმებით იქნება დაცული საპენსიო დანაზოგები და იმედს გამოთქვამს, რომ საზოგადოებას მეტი ნდობა გაუჩნდება მიმდინარე პროცესის მიმართ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები