“ბი ბოტს” “ოქროს” დაბადების დღე აქვს

“ბი ბოტი” უკვე ორი წელია, ახალ-ახალ მეგობრებს იძენს, უმარტივებს დაზღვევის პროცესებს და ყოველთვის მზად არის მოგზაური მეგობრების დასახმარებლად.
დაზღვევის პირველი ჩეთ ბოტი დღეს ორი წლის გახდა! ამ დროის განმავლობაში “ბი ბოტმა” 25,000-მდე მეგობარი შეიძინა 10000-ზე მეტი დააზღვია და 300 000 ზე მეტ მესიჯს უპასუხა. ბოტი მოგზაურების ყველაზე ერთგული მეგობარია, რომელიც მათ თავგადასავლებს 24 საათის განმავლობაში, პირდაპირ მესენჯერში აზღვევს.​
“ბიმ” ამ პერიოდში ბევრი რამის სწავლა მოასწრო. მას შეუძლია პასპორტის/ID ბარათის დასკანერება, შენთან ერთად შენი მეგობრების დაზღვევაც და მონაცემების შენახვა იმისთვის, რომ ხელმეორედ შეძენისას თავიდან არ მოგიწიოს პირადი ინფორმაციის შეყვანა.
​რაც მთავარია, საუბრის ბოლოს, შეგიძლია მასთან საუბარი მარტივად, “ემოჯით” შეაფასო.​
​ჩეთს სამომავლოდ “ასისტანსიც” დაემატება, რომელიც მოგზაურებს სამოგზაურო შემთხვევის დაფიქსირებას გაუმარტივებს და მათ დახმარებას ჩეთშივე შეძლებს.
R

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები