ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ახალი ტერმინალის სამშენებლო სამუშოები UN STUDIO-ს წარმომადგენლებმა დაათვალიერეს

ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის ახალი ტერმინალის მშენებლობის პროცესი ჰოლანდიური არქიტექტურული კომპანია UN STUDIO-ს წარმომადგენლებმა დაათვალიერეს. ახალი ტერმინალის დიზაინი, ისევე – როგორც ძველი ტერმინალისა, კომპანია UNSTUDIO-ს ეკუთვნის. აეროპორტის განვითარების ანალიზი IATA ქონსალთინგის მიერ იქნა მომზადებული, რომელმაც ყველა ის ძირითადი სტანდარტი განსაზღვრა, რასაც აეროპორტი უნდა აკმაყოფილებდეს.
როგორც “კვირას” საქართველოს აეროპორტების გაერთიანებიდან აცნობეს, ამ ეტაპზე, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ახალი სამგზავრო ტერმინალის ფასადის მოპირკეთებისა და სახურავის ჰიდროიზოლაციის სამუშაოები სრულდება, რის შემდგომაც დაიწყება მწვანე გადახურვის მოწყობა. პარალელურად, მიმდინარეობს საინჟინრო კომუნიკაციების მონტაჟი.
ახალი სამგზავრო ტერმინალის მშენებლობის დასრულების შემდეგ აეროპორტს 7 გასასვლელი (ე.წ. Gate) ექნება და საათში 1200 მგზავრის შეუფერხებლად გატარებას შეძლებს, რაც აეროპორტის გამტარუნარიანობას ოთხჯერ გაზრდის.
მშენებლობის დასრულების შემდეგ, დაიწყება არსებული და ახალი ტერმინალის შენობების შეერთების ფაზა, რის შემდეგაც ორივე ტერმინალი გაერთიანდება და იქნება საერთო ტერმინალი, მოფრენისა და გაფრენის დარბაზებითა და ყველა იმ აღჭურვილობით, რომელიც აეროპორტის ოპერირებისთვის არის მნიშვნელოვანი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები