ზოგავ 16 ლარს, გიგროვდება 60 ლარი – საპენსიო სააგენტო ახალ ვიდეორგოლს აქვეყნებს (ვიდეო)

საპენსიო სააგენტო კიდევ ერთ ვიდეორგოლს აქვეყნებს, სადაც ძირითადი აქცენტი საპენსიო დანაზოგის უპირატესობებზე – დასაქმებულის, დამსაქმებლისა და სახელმწიფოს კონტრიბუციაზეა გადატანილი.
როგორც „კვირას“ საპენსიო სააგენტოს პრესსამსახურიდან აცნობეს, ვიდეორგოლში ნათქვამია, რომ ყველაზე დაცულ დანაზოგს 275-პროცენტიანი მომენტალური ამონაგები აქვს, რომელსაც, ყოველწლიურად, 10-11% სარგებელი ერიცხება.
ეს საპენსიო სააგენტოს რიგით მესამე ვიდეორგოლია.
ცნობისათვის, საპენსიო რეფორმის ამოქმედებიდან რვა თვის შემდეგ სტატისტიკური მონაცემები ასეთია: დაგროვებით საპენსიო სქემაში, ამ დროისათვის, 854 ათასზე მეტი ადამიანი არის ჩართული, ხოლო მობილიზებული თანხა 306 მილიონ ლარს აჭარბებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები