საქართველოს თავდაცვის ძალების პირველი ქვეითი ბრიგადის ნაკრებმა ასეულმა ავღანეთში „მტკიცე მხარდაჭერის“ მისია წარმატებით დაასრულა და სამშობლოში უდანაკარგოდ დაბრუნდა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქართველ მშვიდობისმყოფელებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდალი, ბრიგადის გენერალი – ალექსანდრე კიკნაძე და პირველი ქვეითი ბრიგადის მეთაური, ვიცეპოლკოვნიკი როლანდ ძნელაძე დახვდნენ. მათ სამხედრო მოსამსახურეებს სამშვიდობო მისიის ღირსეულად შესრულებისთვის მადლობა გადაუხადეს, მხარდაჭერა აღუთქვეს და წარმატებები უსურვეს.
პირველი ქვეითი ბრიგადის ნაკრები, ასეული მაიორ ნიკოლოზ ვაშაყმაძის მეთაურობით, ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში მისიას 7 თვის განმავლობაში მაზარ-ი-შარიფში, ბაზა „მარმალზე, გერმანული სარდლობის დაქვემდებარებაში ასრულებდა. ქართული ასეული ოპერაციის რაიონის კონტროლისა და სწრაფი რეაგირების ამოცანების შესრულებაზე იყო პასუხისმგებელი. ქვედანაყოფი, როტაციის წესით, მესამე ქვეითი ბრიგადის გაძლიერებულმა ასეულმა ჩაანაცვლა. ასეულმა უფლებამოსილება ოფიციალურად გადაიბარა.