„არა – ოკუპაციას“ – ფოტოგამოფენა გაიხსნება
7 აგვისტოდან 18 აგვისტომდე, ანტისაოკუპაციო მოძრაობა „ძალა ერთობაშია“ პუენტესეკოს საგამოფენო დარბაზში გამართავს ფოტოგამოფენას – „არა – ოკუპაციას“.
ორგანიზატორების ინფორმაციით, გამოფენა ეძღვნება 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მე-11 წლისთავს.
„20 ივნისს ანტიოკუპაციური საპროტესტო აქციის დარბევის დროს, ძალის გამოყენების შედეგად ადამიანები დაბრმავდნენ. თუმცა საქართველოში მანამდეც არსებობდა უამრავი დაბრმავებული ადამიანი, რომელიც ოკუპაციას ვერ ხედავდა.
20 ივნისის მოვლენებმა მათ თვალი აუხილა და დაანახვა ის რეალური საფრთხე, რომელიც ჩვენს სამშობლოს ემუქრება.
გავაგონოთ და ვაჩვენოთ ყველას, რას ნიშნავს რუსული ოკუპაცია და რამდენად ახლოსაა ის ჩვენს ყოველდღიურობასთან“, – აცხადებენ ორგანიზატორები.
ღონისძიების დროს გათამაშებული იქნება საქველმოქმედო ლატარეა, რომლის მეშვეობითაც შეგროვებული თანხები გადაეცემა ომში დაღუპული გმირების ოჯახებს.
20.00 – ფოტოგამოფენის გახსნა. ცოცხალი მუსიკა;
21.00 – ლატარიის გათამაშება.
21.30 – საუბრები ომზე. „როგორ გააჩერო ოკუპაცია“ (დავით ქაცარავა), „რუსული პროპაგანდა და მასთან ბრძოლის მეთოდები“ (ლევან ფესვიანიძე), „ჩვეულებრივი ომის დღეები“ (ლანა ღვინჯილია).
მის: თბილისი. წინამძღვრიშვილის 14.