ანსამბლ „ადილეის“ კონცერტი გაიმართება
5 აგვისტოს, 20:00 საათზე, კამპანიის – „გაატარე ზაფხული საქართველოში“ – ფარგლებში, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ეზოში ანსამბლი „ადილეი“ კონცერტს გამართავს.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ღონისძიებაზე შესრულდება ხალხური სიმღერები.
ფოლკლორის ცენტრის გალერეაში 30 სექტემბრის ჩათვლით წარმოდგენილი იქნება ფოტოები, ტრადიციული სამოსის ნიმუშები, სამუზეუმო ექსპონანტები, ნაქარგობები, მინანქარში შესრულებული საქართველოს სხვადასხვა კუთხის სამოსისა და თექის ნიმუშები.
ცნობისათვის: 2001 წელს ქართულ მრავალხმიანობას იუნესკომ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიანიჭა.
მხარდამჭერები: საქართველოს განათლების,მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო; ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია; ქართული ხალხური სიმღერის და საკრავების სახელმწიფო მუზეუმი; TV Imedi, წმინდა მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონი; „ეკო გარდენი“.