არჩილ ყარაულაშვილი: არასამთავრობო სექტორი სრულყოფილად უნდა ფლობდეს ევროინტეგრაციის მიმართულებით მიმდინარე რეფორმების შესახებ ინფორმაციას

“ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არასამთავრობო სექტორი სრულყოფილად იყოს ინფორმირებული ევროინტეგრაციის სხვადასხვა მიმართულებით მიმდინარე რეფორმების შესახებ” – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორმა არჩილ ყარაულაშვილმა საპენსიო სააგენტოს დირექტორისა და არასამათავრობო სექტორის წარმომადგენლებს შორის გამართულ შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც „კვირას“ საპენსიო სააგენტოდან აცნობეს, შეხვედრა, რომელიც ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრში გაიმართა, საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ იყო ორგანიზებული.

როგორც არჩილ ყარაულაშვილმა შეხვედრის შემდეგ განაცხადა, მთავრობა აგრძელებს არასამთავრობო სექტორთან აქტიურ თანამშრომლობას და დღევანდელი შეხვედრა ამის ნათელი მაგალითი იყო.

,,ვიხილავთ საპენსიო რეფორმის საკითხებს, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არასამთავრობო სექტორი იყოს სრულყოფილად ინფორმირებული ევროინტეგრაციის სხვადასხვა მიმართულებით მიმდინარე რეფორმების შესახებ. არის ჯანსაღი აზრის გაცვლა-გამოცვლა. ჩვენ ყოველთვის ვითვალისწინებთ იმ ცოდნასა და გამოცდილებას, რაც დაგროვილია არასამთავრობო სექტორში და რაც კიდევ უფრო გვეხმარება ეფექტური გახდეს ევროინტეგრაციის კუთხით მიმდინარე რეფორმები.“ – აღნიშნა არჩილ ყარაულაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები