გამომძიებელი „რუსთავი2-ის“ კონტრაქტორი კომპანიების საქმეზე: ჩატარდა საგამოძიებო მოქმედებები, ამოღებულ იქნა საწარმოების საბუღალტრო, საფინანსო, იურიდიული დოკუმენტაცია

“ჩატარდა საგამოძიებო მოქმედებები, ამოღებულ იქნა საწარმოების საბუღალტრო, საფინანსო, იურიდიული დოკუმენტაცია და გამოკვლეულია მათ საქმიანობასთან დაკავშირებული ელექტრონული ინფორმაცია”, – ამის შესახებ გამომძიებელმა ბექა კვიციანმა ჟურნალისტებს “ინტერმედიას” შენობის დატოვების შემდეგ განუცხადა.
სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი2-ის“ კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, დიდი ოდენობით სამსახურეობრივი უფლებამოსილების გამოყენებით მითვისებითა და ქონების თვალთმაქცური ან მოჩვენებითი გარიგებით გადამალვის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე მიღებულ იქნა სასამართლოს შესაბამისი განჩინება ტელეკომპანია „რუსთავი2-ის“ კონტრაქტორი კომპანიებიდან მათ შორის – შპს „ინტერმედია“ და შპს „ინტერმედია +“ გამოძიებისთვის საინტერესო დოკუმენტაციისა და ინფორმაციის ამოღების თაობაზე. დღეს ჩატარდა აღნიშნული საგამოძიებო მოქმედებები, ამოღებულ იქნა საწარმოების საბუღალტრო, საფინანსო, იურიდიული დოკუმენტაცია და გამოკვლეულია მათ საქმიანობასთან დაკავშირებული ელექტრონული ინფორმაცია“, – განაცხადა გამომძიებელმა ბექა კვიციანმა.
“რუსთავი 2-ის” კონტრაქტორ კომპანიებში პროკურატურის წარმომადგენლების რამდენიმე საათის განმავლობაში მუშაობდნენ.
ცნობისთვის, პროკურატურა ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ ყოფილი გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას გამოკითხვას გეგმავს. როგორც გენერალური პროკურატურის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე მიღებულია სასამართლოს შესაბამისი განჩინებები სამაუწყებლო კომპანია “რუსთავის 2-ის“ კონტრაქტორი საწარმოებიდან, მათ შორის – „ინტერ მედია“ და „ინტერ მედია პლიუსიდან“ გამოძიებისათვის საჭირო დოკუმენტაციისა და ელექტრონული ინფორმაციის ამოღების თაობაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები