მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით ნიკა გვარამიას გამოკითხვის მოთხოვნით პროკურატურამ სასამართლოს მიმართა

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით ტელეკომპანია “რუსთავი2-ის” ყოფილი გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას გამოკითხვის მოთხოვნით თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა. აღნიშნულ ინფორმაციას საგამოძიებო უწყებაში ადასტურებენ და აცხადებენ, რომ გამოკითხვის შესახებ მას უწყება უკვე გადაეცა.
ნიკა გვარამიას გამოკითხვა საქალაქო სასამართლოში, სავარაუდოდ, ხვალ მოხდება.
​ცნობისათვის, პროკურატურამ დღეს განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ კონტრაქტორი საწარმოებიდან სამაუწყებლო კომპანია “რუსთავის 2-ის“ დოკუმენტაციის ამოღებასა და ნიკა გვარამიას გამოკითხვას გეგმავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები