“მივიჩნიეთ, რომ სახეზე იყო ფაქტები და ცალსახად უთითებდა „რუსთავი2-ის” ყოფილი გენერალური დირექტორის საზიანო მოქმედებების ფაქტზე”

“საზიანო იყო გადაწყვეტილებები “ინტერმედიას” საშუამავლო საქმიანობისთვის, მათთვის შემოსავლების გაზრდისა და “რუსთავი 2-ისთვის” შემოსავლების შემცირების საკითხში “, – ამის შესახებ სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2-ის“ 9%-იანი წილის ყოფილი მფლობელის, ნინო ნიჟარაძის ადვოკატმა, გიორგი ყავლაშვილმა განაცხადა.
როგორც ყავლაშვილი განმარტავს, ვის რა გამორჩენა უნდა ენახა ამ სიტუაციაში, ამას გამოძიება შეისწავლის.
“ჩვენ რაც საგამოძიებო ორგანოს შესწავლის საგნად მივიჩნიეთ, უმთავრესი გახლავთ ის, რომ საზიანო იყო გადაწყვეტილებები “ინტერმედიას” საშუამავლო საქმიანობისთვის, მათთვის შემოსავლების გაზრდისა და “რუსთავი 2-ისთვის” შემოსავლების შემცირების საკითხში და ეს არ არის ერთი და ორი მილიონი, აქ არის ათეულობით მილიონობით ლარზე საუბარი, მათ შორის ასეთი დასკვნების გაკეთების საშუალება მოგვეცა მარეგულირებელი კომისიის ანალიზებიდან გამომდინარე, მათ შორის იმ საბუღალტრო მონაცემებიდან გამომდინარე, რომელიც ჩვენი უფლებამოსილი აუდიტორის მიერ იქნა მოწოდებული. მივიჩნიეთ, რომ სახეზე იყო ფაქტები და ცალსახად უთითებდა „რუსთავი2-ის” ყოფილი გენერალური დირექტორის საზიანო მოქმედებების ფაქტზე. მივიჩნიეთ და დღესაც გვწამს, რომ ეს იყო კომპანიის საზიანოდ მიმართული, ვის რა გამორჩენა უნდა ენახა ამ სიტუაციაში, ამას გამოძიება შეისწავლის, ჩვენ რამდენიმე საკითხი დავაყენეთ მსჯელობის საგნად, მათ შორის იყო ერთ-ერთი შესყიდვების საკითხი. მიგვაჩნია, რომ ყოფილი გენერალური დირექტორის მოქმედება ამ მხრივაც შესასწავლია”, – აცხადებს გიორგი ყავლაშვილი.
ადვოკატმა „რუსთავი 2-ის“ ყოფილი დირექტორის, ნიკა გვარამიას წინააღმდეგ განცხადება გენერალურ პროკურატურაში 16 ივლისს შეიტანა.
პროკურატურა ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ ყოფილი გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას გამოკითხვას გეგმავს.
როგორც გენერალური პროკურატურის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე მიღებულია სასამართლოს შესაბამისი განჩინებები სამაუწყებლო კომპანია “რუსთავის 2-ის“ კონტრაქტორი საწარმოებიდან, მათ შორის – „ინტერ მედია“ და „ინტერ მედია პლიუსიდან“ გამოძიებისათვის საჭირო დოკუმენტაციისა და ელექტრონული ინფორმაციის ამოღების თაობაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები